რუსეთი

რუსეთში უფლებადამცველი ორგანიზაცია პროკურატურის ბრალდებების შემდეგ მუშაობას წყვეტს

ივან პავლოვი
Reuters

რუსეთში დამოუკიდებელი უფლებადამცველი ორგანიზაცია, Komanda 29, რომელშიც იურისტები და ჟურნალისტები არიან გაერთიანებული, მუშაობას წყვეტს. ორგანიზაცია ალექსეი ნავალნისთანაა დაკავშირებული.

ეს მას შემდეგ მოხდა, რაც 16 ივლისს რუსეთის მონიტორინგის სამსახურმა როსკომნადზორმა ორგანიზაციის საიტი დაბლოკა. როსკომნადზორმა გადაწყვეტილების მიზეზად დაასახელა ის, რომ საიტზე ჩეხური ორგანიზაციის Solecnost Svobody Informace-ს მასალა იყო განთავსებული.

"ჩვენ გავეცანით [როსკომნადზორის] შეტყობინებას. აქედან გამომდინარეობს, რომ გენერალური პროკურატურა Komanda 29-ს უთანაბრებს ჩეხეთში რეგისტრირებულ არაკომერციულ ორგანიზაციას Společnost Svobody Informace-ს, რომელიც არასასურველი ორგანიზაციების სიაშია. ჩვენ ამას არ ვეთანხმებით. გენერალური პროკურატურის დასკვნებს ფაქტებსა და სამართალს ეწინააღმდეგება და მოგონილი და თითიდან გამოწოვილია. Komanda 29-ს არ აქვს არანაირი კავშირი ჩეხურ არაკომერციულ ორგანიზაციასთან." - ნათქვამია Komanda 29-ს განცხადებაში.

ორგანიზაციის იურისტები თვლიან, რომ ხელისუფლების შემდეგი ნაბიჯი შესაძლოა ორგანიზაციის როგორც წევრების ასევე მხარდამჭერების სისხლისსამართლებრივი დევნა იყოს.

"ამ პირობებში Komanda 29-ის საქმიანობის გაგრძელება დიდი რაოდენობით ადამიანს უქმნის პირდაპირ და აშკარა საფრთხეს. ჩვენ არ შეგვიძლია ამ რისკის უგულებელყოფა." - ამბობენ უფლებადამცველები.

ორგანიზაციის ადვოკატები კლიენტების დაცვას პირადად გააგრძელებენ.

Komanda 29 ადვოკატმა ივან პავლოვმა 2014 წელს ჩამოაყალიბა. აღსანიშნავია, რომ პავლოვი ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ალექსეი ნავალნის იცავს. ორგანიზაციის იურისტები სპეციალიზდებიან სახელმწიფო ღალატში, სახელმწიფო საიდუმლოებების გაცემასა და ჯაშუშობაში ბრალდებულების დაცვაში.

აპრილის ბოლოს ივან პავლოვი წინასწარი გამოძიების საიდუმლოს დარღვევაში დაადანაშაულეს. აღმკვეთ ღონისძიებად მას გარკვეული საქმიანობა აუკრძალეს, მაგალითად, პავლოვს ეკრძალება ინტერნეტის და მობილური კავშირის გამოყენება.

ორგანიზაცია Spolecnost Svobody Informace 2015 წელს ჩამოაყალიბეს. ორგანიზაციის მიზანი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციაზე თავისუფალი წვდომის უზრუნველყოფა იყო. ორგანიზაციის პრეზიდენტები იყვნენ Komanda 29-ს უფროსი იურისტი დარია სუხიხი და ასევ დამფუძნებელი ივან პავლოვიმედიაზონის ინფორმაციით, მოგვიანებით ორგანიზაციის მართვა მათ პრაღაში მცხოვრებ ანასტასია მოლეტოვას გადაულოცეს. გენერალურმა პროკურატურამ Spolecnost Svobody Informace არასასურველ ორგანიზაციას 2021 წლის 29 ივნისს გამოაცხადა.

კომენტარები