საბერძნეთი

საბერძნეთის ციხეში ქართველმა მეორე ქართველი მოკლა

საბერძნეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, 26 ივნისს კუნძულ კრეტაზე ქალაქ ხანიის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ ორ თანამესაკნე საქართველოს მოქალაქეს შორის დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირების დროს ხელნაკეთი დანით მიყენებული ჭრილობების შედეგად საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქე გარდაიცვალა. საელჩოს ცნობით, ინფორმაცია ბერძნულ მედიაში გავრცელდა, მათ კი მომხდარი ციხის ადმინისტრაციაშიც დაუდასტურეს. 

"ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე საბერძნეთში საქართველოს საელჩოს კონსული ესაუბრა ქალაქ ხანიის ციხის ადმინისტრაციის უფროსს, რომელმაც პირად საუბარში დაუდასტურა ზემოაღნიშნული ფაქტი. მან, ასევე, განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ უკვე ინფორმირებულია მისი ოჯახი. საელჩო გამოთქვამს ღრმა მწუხარებას საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მისი ოჯახის წევრებს. საქართველოს საელჩო მუდმივ კომუნიკაციაშია ქალაქ ხანიის ციხის ადმინისტრაციასთან და მზადაა, კომპეტენციის ფარგლებში აღმოუჩინოს ყველანაირი დახმარება გარდაცვლილის ოჯახს". – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში. 

კომენტარები