კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: ზაფხულია, მესმის, გვინდა თავისუფლება, მაგრამ ეს არ უნდა იყოს სიცოცხლის ხარჯზე

ეს ცეცხლთან თამაშია. ჩვენ ჯერ კორონავირუსული ინფექცია არ დაგვიმარცხებია. დღესაც 521 შემთხვევა იყო ქვეყანაში, 12 ადამიანი დაიღუპა ბოლო 24 საათში, ეს ხომ სერიოზული ციფრებია პატარა საქართველოსთვის. ამიტომ ჩვენ უნდა გავითავისოთ, გასაგებია, მესმის, რომ რთულია, ზაფხულია, ყველას გვინდა უფრო მეტი თავისუფლება, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ადამიანთა ჯანმრთელობის და სიცოცხლის ხარჯზე. 

თქვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ რუსთავი 2-თან. 

კომენტარები