საარჩევნო კოდექსი

ვენეციის კომისიის რჩევები საქართველოს საარჩევნო კოდექსის ცვლილებასთან დაკავშირებით

ეუთო/ოდირმა და ვენეციის კომისიამ  საქართველოს საარჩევნო კოდექსის შესწორებების პროექტთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა.

კომისია მიესალმება პარტიების მიერ საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პროექტის გადასინჯვას ხელშეკრულების საფუძველზე, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას შეთანხმებაზე ხელი ჯერ არ მოუწერია. 

კომისიის დასკვნა აღნიშნავს, რომ შესრულდა წინა დასკვნაში მოცემული ორი რეკომენდაცია. დაინიშნა საპარლამენტო კვალიფიციური უმრავლესობის პრინციპით (2/3) თავმჯდომარისა და არაპარტიული წევრების არჩევა; მოიხსნა პარტიის მიერ საარჩევნო კომისიაში წევრის დანიშვნის უფლების სპეციფიკური შეზღუდვები (იმ პირობით, რომ პარტიას უფლება აქვს, სახელმწიფო დაფინანსება მიიღოს და რომ პარტიების, მინიმუმ, ერთი წევრი "პარლამენტის წევრის საქმიანობას ეწევა", რაც გამორიცხავს იმას, რომ პარტიებმა პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადონ). 

თუმცა, ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ ზოგიერთი რეკომენდაცია ყურადღებას მიქცევას ითხოვს. კერძოდ:

1. მოითხოვონ უფრო მაღალი მანდატი ცესკოს არაპარტიული წევრებისათვის და შესარჩევი კომისიის შემადგენლობაში უზრუნველყონ მრავალფეროვანი წევრობა, რომელიც ატარებს ნომინაციის გამჭვირვალე, დამსახურებაზე დაფუძნებულ პროცესს; 

2. საოლქო საარჩევნო კომისიების და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა შერჩევის შესახებ დებულებების პროექტში დამატებითი შესწორება, რათა სხვა რამეებთან ერთად უზრუნველყოფილი იყოს გამჭვირვალე, დამსახურებებზე დამყარებული პროცესი უპარტიო წევრების დანიშვნის მიზნით; 

3. მკაფიოდ განისაზღვროს კანონში, თუ რა საფუძველი შეიძლება ჰქონდეს პარტიის მიერ წარდგენილი საარჩევნო კომისიის წევრების მოხსნას. ასეთ მოხსნა უნდა იყოს გამონაკლისის სახის და ჰქონდეს სპეციფიკური მიზეზები.

ასევე ნახსენებია, რომ საჭიროა პირველი დასკვნიდან 5-10 პუნქტების გათვალისწინებაც. 

ვენეციის კომისიის თქმით, შესწორებული ცვლილების პროექტი შეიცავს რამდენიმე ახალ დეტალს, რომლებიც გადასინჯვას საჭიროებს. ეს დეტალებია:

  • გადაიხედოს ცესკო-ს უპარტიო წევრების კანდიდატებისთვის ხმის მიცემის სხვადასხვა რაუნდს შორის პერიოდის მნიშვნელოვანი შემცირება, ოთხიდან ერთ კვირამდე, შესწორებული კანონპროექტის მე–2 მუხლის მე-12 პუნქტის გარდამავალ დებულებებში;
  • გადაიხედოს საარჩევნო კოდექსის პროექტის 196-ე მუხლის მე-20 და 22-ე პუნქტების გარდამავალი დებულებები და შესწორებების პროექტის მე-2 მუხლის მე-2და მე-4 პუნქტები, რომლებიც პარტიების მიერ ცესკო-ს წევრების დანიშვნის უფლებას ეხება;
  • კანონში უფრო დეტალურად უნდა იყოს დარეგულირებული ცესკო-ს საკონსულტაციო ჯგუფის შემადგენლობა და ფუნქციები;
  • გადაიხედოს საოლქო და საუბნო უპარტიო წევრების რაოდენობის მნიშვნელოვანი გაზრდა;
  • საარჩევნო კომისიებში საჩივრების წარდგენის უფლება არ უნდა იყოს განკუთვნილი მხოლოდ საარჩევნო დავებზე უფლებამოსილი პირების ელექტრონულ რეესტრში რეგისტრირებული პირებისთვის; მსგავსი რეგისტრაცია შესაძლებელია გასაჩივრების პროცესის გასამარტივებლად იყოს გამოყენებული, მაგრამ არ უნდა შეზღუდოს რიგითი მოქალაქეების გასაჩივრების უფლება.

 

კომენტარები