ROKVA 2021

LEBANON HANOVER, DAKHABRAKHA და სხვები - 14-15 აგვისტოს ფესტივალი ROKVA ჩატარდება

14-15 აგვისტოს რაჭაში, შოვში მუსიკალური ფესტივალი ROKVA გაიმართება.

ფესტივალის ფარგლებში მსმენელის წინაშე წარდგებიან გერმანული დუეტი Lebanon Hanover, უკრაინული ფოლკ კვარტეტი DakhaBrakha, ასევე ქართველი არტისტები - ერეკლე დეისაძე, ბაჩო ჯიქიძე, ლექსო რეტიანი, სალომე კორკოტაშვილის პროექტი Salio და სხვები. ასევე, სცენაზე წარდგებიან დიჯეები: Yanamaste, NDRX, FREDDY K, ZESKNEL, ETAPP KYLE და სხვები.

ფესტივალის ორგანიზატორების ცნობით, ტერიტორიაზე იქნება ბარები, საკვები ობიექტები და საკარვე ზონა. 

ბილეთების შესახებ ინფორმაცია ცოტა ხანში გახდება ცნობილი.

 

კომენტარები