ნამახვანჰესი

თურნავა ნამახვანზე: პოლიცია დატოვებს ხეობას, თუ აქტივისტები კომპანიას ხელს აღარ შეუშლიან

ძალიან მკაფიოდ ითქვა, რომ პოლიციის ქმედებები დამოკიდებულია იმ ანალიზზე, თუ რამდენად უსაფრთხო იქნება გარემო, პოლიციას ნამდვილად არ უხარია და არ სიამოვნებს იქ დამატებითი ძალებით ყოფნა. მერწმუნეთ, ერთადერთი ამოცანა იქ პოლიციის ყოფნის არის ის, რომ იყოს მშვიდობა, არ მოხდეს კონფლიქტი სხვადასხვა მხარეს შორის, სამწუხაროდ, იყო ამის მაგალითები. პოლიცია დატოვებს ხეობას, როგორც კი ჩვენ გვექნება საჯარო დაპირება აქტივისტებისგან, რომ ისინი მშვიდობიანად განაგრძობენ თავიანთ პროტესტს და არ მოხდება კომპანიის ხელის შეშლა, ზეწოლა თანამშრომლებზე, არ მოხდება დაზიანება კომპანიის აქტივების, რადგან იქ არის საწყობი, ბევრი მასალა, მათ შორის, აალებადი მასალა, საწვავი და ა.შ. 

თქვა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ.

კომენტარები