კორონავირუსი და შეზღუდვები

ტიკარაძე: ყველაზე დიდი საფრთხე სარესტორნო სივრცეებია, ყველაზე მეტად არღვევენ წესებს

როდესაც დადებითობის მაჩვენებელი 4%-ს აცდება, ეს უკვე იქნება ნიშანი, რომ უნდა დავიწყოთ ლოკდაუნზე საუბარი, დახურვებზე საუბარი, შემდეგ გამკაცრებებზე საუბარი, ამ ეტაპისთვის, ჯერჯერობით ხდება კვლავ ეპიდსიტუაციაზე დაკვირვება.

ჩვენი მიდგომაა, მაქსიმალურად გავამკაცროთ აღსრულება და მონიტორინგი, ვინაიდან, ჩვენი სურვილია, ეფექტური მართვის პირობებში არ მოხდეს ეკონომიკის გაჩერება, ვინაიდან ვიცით, რა შედეგი შეიძლება, გამოიღოს ამან.

ყველაზე დიდ საფრთხეს დღესდღეობით ქვეყნისთვის წარმოადგენს სარესტორნო სივრცეები, სადაც ყველაზე ნაკლებად ხდება დაცვა იმ პირობების, რომელიც არის აუცილებელი, ასევე, მათი მხრიდან ყველაზე მეტად ხდება დარღვევა იმ პირობის, რომელი დათქმაც იყო თავდაპირველად, როდესაც მათ გახსნაზე იყო საუბარი.

სხვა სექტორს ეს შეზღუდვები ამ ეტაპზე არ ეხება, ვინაიდან მათი მხრიდან მაქსიმალურად ხდება იმ ღონისძიებების დაცვა, რომელიც არის მოთხოვნილი ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ცენტრის და შრომის ინსპექციის მხრიდან.

ამ ეტაპისთვის განიხილება ყველაზე მაღალი რისკის მქონედ სწორედ ის დაწესებულებები, სადაც იმართება სოციალური ღონისძიებები...

ეკონომიკის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე პირველი არხის ეთერში, კითხვაზე, რა შემთხვევაში დააწესებენ შეზღუდვებს. 13 აპრილის მონაცემებით, დადებითობის დღიური მაჩვენებელია 3.66%, ბოლო 14 დღის - 2.46%, ბოლო 7 დღის - 2.58%.

კომენტარები