კორონავირუსი და შეზღუდვები

სირცხვილია: პარლამენტის წინ პოლიცია დღევანდელი აქციისთვის სცენას არ გვადგმევინებს

სირცხვილია

მოძრაობა სირცხვილიას ინფორმაციით, პარლამენტის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არიან მობილიზებულნი, რომლებიც სამოქალაქო აქტივისტებსა და დღევანდელი აქციის ორგანიზატორებს სცენის დადგმის საშუალებას არ აძლევენ. ამის შესახებ მოძრაობის Facebook-ის გვერდზე წერია. 

ტაბულა შსს-ში ცდილობს გაარკვიოს, თუ რა მიზეზით არ აძლევენ სამოქალაქო აქტივისტებს სცენის დადგმის საშუალებას.

 

სამოქალაქო მოძრაობა სირცხვილია დღეს, 3 აპრილს, პარლამენტის წინ, კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით აქციას გამართავს.

სირცხვილიას საპროტესტო აქციაში მოძრაობები – დროასოცაფეთქება და მოძრაობა საქართველოსთვის უერთდებიან, ასევე პოლიტიკური პარტია გირჩიც. ისინი 17:00 საათზე სხვადასხვა ლოკაციაზე შეიკრიბებიან, შემდეგ ერთმანეთს ფილარმონიასთან შეურთდებიან და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიისკენ დაიძრებიან.

"მარში დაიწყება 3 აპრილს, 17:00 საათზე, შემდეგ ლოკაციებზე:
• ვასო გოძიაშვილის (წითელი) ბაღი - “სირცხვილია”
• ივანე ჯავახიშვის სახელმწიფო უნივერსიტეტი - “სოცაფეთქება”, “დროა”
• ვაკის პარკი - “გირჩი”
• ორთაჭალა (პროკურატურის წინ) - “მოძრაობა საქართველოსთვის”
• მსვლელობები ერთმანეთს შეუერთდება ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე და საერთო მსვლელობით მივალთ პარლამენტის წინ, 18:00 საათზე.
• 21:00 საათზე პარლამენტის წინ, კიდევ ერთხელ, დემონსტრაციულად დავარღვევთ კომენდანტის საათს.
• საპროტესტო აქცია ცოცხალი მუსიკით დაიწყება, მთელი ღამის განმავლობაში აქციის მონაწილეებისთვის ელექტრონული მუსიკის არტისტები დაუკრავენ. არტისტების სრული სია მალე გასაჯაროვდება". – წერენ ორგანიზატორები.

ქვეყანაში 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი კვლავ მოქმედებს. საკოორდინაციო საბჭომ გადაადგილების შეზღუდვა ძალაში 2020 წლის 8 ნოემბერს მიიღო.

კომენტარები