NDI-ის კვლევა

NDI: პრეზიდენტის მუშაობას ცუდად გამოკითხულთა 36% აფასებს, კარგად - 15%

სალომე ზურაბიშვილი

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის საქმიანობას გამოკითხულთა 36% ცუდად აფასებს, 34% – საშუალოდ, ხოლო კარგად 15% აფასებს.

სალომე ზურაბიშვილი საქმიანობას ყველაზე ცუდად – 39%-ით, თბილისში გამოკითხული ხალხი აფასებს, ხოლო ყველაზე კარგად სოფლებში აფასებენ – 16%-ით.

ამასთან ერთად, NDI-მ იგივე კითხვა სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებშიც დასვა, რომლის მიხედვითაც 18 და 34 წლებს შორის მყოფი ადამიანების 13% პრეზიდენტის საქმიანობას კარგად აფასებს, 34% – საშუალოდ, ხოლო 36% – ცუდად. დაახლოებით იგივე მონაცემებია 35 და 54 წლებს შორის მყოფ ადამიანებშიც, მათი 13% ზურაბიშვილის საქმიანობას კარგად აფასებს, 35% ცუდად აფასებს, ხოლო ასევე 35% – ცუდად. ოდნავ განსხვავებული სურათია 55 წელს გადაცილებულ ადამიანებში, მათი 17% პრეზიდენტის საქმიანობას კარგად აფასებს, 33% – საშუალოდ, ხოლო 36% – ცუდად.

აღსანიშნავია ისიც, რომ ქართული ოცნების მხარდამჭერთა მხოლოდ 30% აფასებს სალომე ზურაბიშვილის საქმიანობას კარგად, 50% საშუალოდ აფასებს, ხოლო 10% – ცუდად.

საველე სამუშაოები 17-24 დეკემბერს, სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. კვლევაში გამოყენებულია 2 053 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.1% -ია, თუმცა, NDI აღნიშნავს, რომ ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა კითხვის მიხედვით. ორგანიზაციის ცნობით, ახალი მონაცემების კვლევის წინა ტალღებთან შედარებისას გასათვალისწინებელია, რომ ინტერვიუს მეთოდის ცვლილება, შესაძლოა, ცდომილებაზე აისახოს.

სატელეფონო გამოკითხვები NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველომ ჩაატარა. კვლევა ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.

კომენტარები