NDI-ის კვლევა

NDI: გამოკითხულთა 32%-ისთვის, 2016 წლის შემდეგ, მისი და ოჯახის მდგომარეობა გაუარესდა, 45%-ისთვის იგივეა

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის [NDI] მიერ გამოქვეყნებული ახალი კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 45% თვლის, რომ 2016 წლის შემდეგ ის და მისი ოჯახი იგივე მდგომარეობაშია, 32%-ისთვის ოჯახისა და მისი მდგომარეობა გაუარესდა, გამოკითხულთა 23%-ისთვის კი მდგომარეობა გაუმჯობესდა.

საველე სამუშაოები 17-24 დეკემბერს, სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.

კვლევაში გამოყენებულია 2 053 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.1% -ია, თუმცა, NDI აღნიშნავს, რომ ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა კითხვის მიხედვით. ორგანიზაციის ცნობით, ახალი მონაცემების კვლევის წინა ტალღებთან შედარებისას გასათვალისწინებელია, რომ ინტერვიუს მეთოდის ცვლილება, შესაძლოა, ცდომილებაზე აისახოს.

სატელეფონო გამოკითხვები NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველომ ჩაატარა. კვლევა ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.

კომენტარები