Moderna-ს ვაქცინა

ევროპის წამლის სააგენტომ Moderna-ს ვაქცინის ავტორიზაციის რეკომენდაცია გასცა

ევროპის წამლის სააგენტომ (EMA) Moderna-ს Covid-19-ის ვაქცინის ავტორიზაციის რეკომენდაცია გასცა. რეკომენდაციას უახლოეს მომავალში ევროკომისიის მიერ მისი ფორმალური ავტორიზაცია მოჰყვება, რის შემდეგაც ის მეორე აცრა გახდება, რომელიც ბლოკის ქვეყნებში განაწილდება. 

ოთხშაბათს ევროპის პარლამენტის გარემოს, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და საკვების კომიტეტმა Twitter-ზე დაწერა, რომ ავტორიზაციას ევროკავშირის რეკომენდაციიდან მალევე გასცემენ. 

ევროკავშირის მედიცინის სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა, ემერ ქუკმა ოთხშაბათს განცხადა, რომ "ეს ვაქცინა წარმოადგენს კიდევ ერთ იარაღს, არსებული ვითარების გადასალახად."

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკომისიამ დაადგინა, რომ მოდერნას ვაქცინა "უსაფრთხო და ეფექტიანია" და რომ მათი გადაწყვეტილება გამამხნევებელი ამბავია, ჩვენ მცდელობებში უზრუნველვყოთ მეტი ვაქცინა ევროპელებისთვის. "ახლა ჩვენ ვმუშაობთ სრული სიჩქარით, რომ საბოლოოდ დავამტკიცოთ ის და გავხადოთ ხელმისაწვდომი". – ამბობს ის.

ევროკავშირი მოდერნას ვაქცინის 160 მილიონი დოზის შეძენას გეგმავს, რაც 80 მილიონი მოქალაქის აცრისთვის იქნება საკმარისი. ევროკავშირმა ასევე შეიძინა Pfizer/BionTech-ის ვაქცინის 300 მილიონი დოზა, რომლის ავტორიზაციაც 21 დეკემბერს მოხდა. 

Moderna-ს ვაქცინის შენახვა - 20 გრადუს ცელსიუსზე ექვსი თვის განმავლობაშია შესაძლებელი, ხოლო მაცივრის ტემპერატურაზე(2-8С) 30 დღის განმავლობაში. ასევე, შესაძლებელია მისი შენახვა ოთახის ტემპერატურაზე 12 საათის განმავლობაში. 

Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა უფრო რთული ლოჯისტიკურ გამოწვევას წარმოადგენს, რადგან მისი შენახვა -70С-ზეა აუცილებელი და მაცივრის ტემპერატურაზე მხოლოდ შვიდი დღე ძლებს. 

ვაქცინის კანდიდატები, როგორებიცაა Oxford/AstraZeneca-ს ვაქცინა, რომლის დისტრიბუცია უკვე დაიწყო გაერთიანებულ სამეფოში და ექსპერტების რწმენით, ევროკავშირის მიერ მალე დამტკიცდება, შეგვიძლია შევინახოთ მაცივრის ტემპერატურაზე, სულ მცირე, ექვსი თვის განმავლობაში, რაც სასარგებლოა ისეთი ქვეყნებისთვის, რომლებიც არ არიან აღჭურვილები, რომ გაუმკლავდნენ ცივ ტემპერატურაზე დიდი ოდენობით ვაქცინის შენახვას. 

კომენტარები