კუბილიუსი

კუბილიუსი: 4%-იანი ცდომილება არჩევნების რეალურ შედეგებზე კითხვის ნიშნებს სვამს

ევროპარლამენტარი, ლიტვის ყოფილი პრემიერმინისტრი, ანდრიუს კუბილიუსი ფორმულასთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე 4%-იანი ცდომილება საკმაოდ დიდ კითხვის ნიშანს ბადებს და არჩევნების რეალურ შედეგებზე კითხვის ნიშნებს სვამს.

"პირველ რიგში, მოვუწოდებ და ვაკეთებ მოთხოვნას ყველა დარღვევის შესაბამის შესწავლაზე და ეს უნდა გაკეთდეს იმ ორგანიზაციების მიერ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ამ საკითხებზე, ეს საარჩევნო კომისიების მიერ არის გასაკეთებელი. ასევე მოვუწოდებ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებსაც ჰყავდათ თავიანთი დამკვირვებლები, როგორც ეუთო/ოდირი, რომელიც ესწრებოდა არჩევნებს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას, ყველა საჩივარი განიხილონ, რომელიც იყო წარმოდგენილი ოპოზიციის მიერ. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი და ავტორიტეტული არასამთავრობოების მიერ როგორიც არის ISFED, მე მათი განცხადების ციტირებას ვაკეთებ, რომ დაახლოებით 8% იყო მათ ოქმებში, განსხვავება იყო ციფრებს შორის რამდენი ბიულეტენი იყო არჩევნების შემდეგ მიღებული და რამდენმა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა და ცდომილება 4%-მდე ადის და 4% საქართველოში პროპორციულ სისტემაში საკმაოდ დიდი განსხვავებაა. ამერიკაში 1%-იც კი ძალიან დიდ განსხვავებას ქმნის და ძალიან ბევრი დისკუსიები მოსდევს ამას, თუ რა შედეგები შეიძლება დადგეს სხვადასხვა შტატებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, საქართველოში თუ საარჩევნო შედეგების 4%-ზე არის საუბარი, ეს საკმაოდ დიდ კითხვის ნიშანს ბადებს და არჩევნების რეალურ შედეგებზე კითხვის ნიშნებს სვამს. მინდა, რომ ყველა საჩივარი განხილულ იქნას ძალიან სერიოზულად და დიალოგის მეშვეობით საუკეთესო გადაწყვეტილება იქნას მოძიებული, თუ როგორ დაძლიოს საქართველომ ეს გამოწვევა. საქართველო მნიშვნელოვანი ქვეყანაა ევროკავშირისთვის, ლიტვისთვის, ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენებს საქართველოში..." - ფორმულას თარგმანის მიხედვით თქვა კუბილიუსმა. 

კუბილუსი საქართველოს ხელისუფლებას, მმართველ პარტიას და ყველა ოპოზიციურ პარტიას მოუწოდებს, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ანალიზი გაუკეთონ იმ გამოწვევებს, რომელიც არჩევნები პირველი ტურის შემდეგ დადგა.

შეგახსენებთ, რომ სამართლიანი არჩევნების შემაჯამებელი ანგარიშის მიხედვით, საარჩევნო უბნების 8%-ზე შემაჯამებელი ოქმების დისბალანსის შემთხვევები დაფიქსირდა, რაც გულისხმობს ბიულეტენების მეტობას ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობაზე.

"...PVT ანალიზი აჩვენებს, რომ შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა იქნებოდა 4.1%-ზე ნაკლები". - წერია ISFED-ის განცხადებაში.

კომენტარები