არნოლდ შვარცენეგერი

"თავს ფანტასტიკურად ვგრძნობ" - არნოლდ შვარცენეგერმა გულის ოპერაცია გაიკეთა

Instagram

73 წლის არნოლ შვარცენეგერმა გულის ოპერაცია გაიკეთა და მისი თქმით, თავს უკვე ფანტასტიკურად გრძნობს.

შვარცენეგერმა Instagram-სა და Twitter-ზე პოსტები დაწერა, რომლის მიხედვითაც გაირკვა, რომ მან აორტის სარქვლის გამოცვლის ოპერაცია გაიკეთა.

"მადლობას ვუხდი კლივლენდის კლინიკის გუნდს. თავს ფანტასტიკურად ვგრძნობ, უკვე დავდივარ კლივლენდის ქუჩებში და თქვენი გასაოცარი ქანდაკებებით მოხიბლული ვარ". – წერს შვარცენეგერი.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მსახიობსა და კალიფორნიის ყოფილ რესპუბლიკელ გუბერნატორს გულის ოპერაცია დასჭირდა. ორი წლის წინ მან პულმონარული აორტა შეიცვალა, იგივე ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული 1977 წელსაც.

კომენტარები