არნოლდ შვარცენეგერი

არნოლდ შვარცენეგერმა საქველმოქმედო ფონდში ერთი მილიონი დოლარი გადარიცხა

Insider

კალიფორნიის ყოფილმა გუბერნატორმა და მსახიობმა არნოლდ შვარცენეგერმა საქველმოქმედო ორგანიზაციას Flexport ერთი მილიონი დოლარი გადაურიცხა. თანხა ექიმებისთვის სამედიცინო ხელთათმანების, ნიღბებისა და სხვა მოთხოვნადი ინვენტარის შეძენას მოხმარდება.

"სახლში ტახტზე წამოკოტრიალებისა და წუწუნის არასდროს მჯეროდა, მე მწამს რომ ყველამ თავისი წილი საქმე უნდა გააკეთოს. ეს არის მარტივი გზა დაიცვა წინა ხაზზე და ჰოსპიტალებში მყოფი რეალური გმირები. საქმეში ჩემი წვლილის შეტანა მეამაყება. ერთი მილიონი დოლარი გადავრიცხე და იმედი მაქვს ვისაც შეგიძლიათ შეუერთდებით ამ ინიციატივას."

შვარცენეგერი აქტიურად ჩართულია ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში. იგი რეგულარულად ავრცელებს ვიდეომიმართვებს, რომლებშიც მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.

კომენტარები