შსს-მ 9 მილიონამდე ლარის ღირებულების ნარკოტიკი გაანადგურა [ვიდეო]

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცით, სისხლის სამართლის 676 საქმეზე სხვადასხვა დროს ნივთმტკიცებად ამოღებული ნარკოტიკები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად გაანადგურეს. უწყების ინფორმაციითვე, განადგურებული ნარკოტიკების ღირებულება ე.წ. „შავ ბაზარზე“, დაახლოებით, 9 მილიონამდე ლარია.

"სამინისტრომ გაანადგურა საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები: 3065 აბი "სუბუტექსი", 302 გრამი "ჰეროინი", 205 აბი და 14 კაფსულა "ტრამადოლი", 327 კილო "კანაფი", 13 კილოგრამი "მარიხუანა", 16 კილოგრამი "კანაფის ფისი", 7 კილოგრამი და 1150 აბი "კოდეინი", 204 კაფსულა "მეტადონი" და 287 აბი "მდმა"," - წერია განცხადებაში. 

ნარკოტიკები ახალი ტექნოლოგიით, შესაბამისი გარემოსდაცვითი სტანდარტების მაღალტემპერატურულ ღუმელში განადგურდა. ნარკოტიკული საშუალებების განადგურების პროცესს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, სხვადასხვა სამინისტროს და უწყების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

კომენტარები