ჰელენა ბონემ კარტერი გამოცემა Harper’s Bazaar UK 2019 წლის დეკემბრის ნომრის ყდაზე გამოჩნდა. ინტერვიუში მსახიობმა ისაუბრა თავის ცხოვრებაზე ტიმ ბარტონთან განშორების შემდეგ. კარტერის ახალი ბოიფრენდი რაი დაგ ჰოლმბოა.
" შორდებით, შემდეგ გლოვობ, შემდეგ იღლები ამდენი გლოვით და ცხოვრებას აგრძელებ. ვიღაც სხვასთან ძალიან ბედნიერი ვარ. ეს ჩემთვის მოულოდნელი მაგია იყო."
კარტერმა კარიერაზეც ისაუბრა. "როდესაც 50 წლის გავხდი, ვნერვიულობდი რომ ჩემთვის ყველაფერი დასრულდა, თუმცა აღმოჩნდა რომ ყვლაფერი პირიქითაა. არ მგონია ოდესმე უფრო ბედნიერი ვყოფილიყავი. სატელევიზიო შოუების ინდუსტრია აყვავდა და უამრავ ახალ შესაძლებლობას გთავაზობს. როდესაც ახალგაზრდა ვიყავი, ითვლებოდა, რომ 30 წლის შემდეგ თამაშისთვის უკვე ზედმეტად ასაკოვანი ხარ."
შეგახსენებთ, რომ სერიალის Crown ახალ სეზონში, ჰელენა ბონემ კარტერი პრინცესა მარგარეტის როლს შეასრულებს.