არნოლდ შვარცენეგერი

არნოლდ შვარცენეგერის ტელეფონის ქეისზე არნოლდ შვარცენეგერია გამოსახული

არნოლდ შვარცენეგერმა, თავისი მეთერთმეტე Iphone-ისთვის საკმაოდ სახალისო ჩასადები აარჩია. მის ქეისს არნოლდ შვარცენეგერი, ფილმიდან კომანდო ახატია, ხოლო ტელეფონის კამერა ნახატს თითქოს აგრძელებს და იარაღის ფუნქციას ასრულებს.

 

ქეისი კომპანიამ Represent შეიმუშავა და ასეთი კომენტარი დაურთო: "ხალხი დასცინის თქვენს სამკამერიან Iphone 11-ს? მაშინ უთხარით დასცინონ არნოლდ შვარცენეგერს, რომელსაც ეს იარაღი უჭირავს ხელში". ქეისის ფასი 22.99 დოლარია და მისი გამოწერა მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდანაა შესაძლებელი. 

გარკვეული პროცენტი გაყიდული ქეისების შემოსავლიდან ერიცხება The USC Schwarzenegger Institute for State & Global Policy-ს.

კომენტარები