აფხაზეთი

აფხაზეთში ბლოგერს Facebook-ზე გაკეთებული კომენტარის გამო სცემეს

აფხაზეთში ბლოგერ ბესლან ხვარცკიას სოციალურ ქსელში გაკეთებული კომენტარის გამო სცემეს. ხვარცკიამ კომენტარი ერთ-ერთი აფხაზური ქორწილის ვიდეოზე გააკეთა, სადაც ჩანდა, რომ სტუმრებს სუფრაზე წითელ წიგნში შეტანილი ჯიხვი მიართვეს.

"არჩვებზე და თხებზე გავარკვიეთ. არჩვი არ ყოფილა, თუმცა ამბობენ, რომ ორი ჯიხვი იყო, ესეც საეჭვოა. რა ცხენები იყო და რა მოისაქმეს, ვერ გავიგე. გთხოვთ, მეტად ნათელი გახადეთ",-დაწერა ბესლან ხვარცკიამ.  

ქორწილის ფოტოები სოციალურ ქსელში გუშინ, 22 ოქტომბერს გავრცელდა. ერთ-ერთ ფოტოში შემწვარი ჯიხვი ჩანს. 


ფოტო: David Zhvania

 

კომენტარები