მარკ ზაკერბერგი

მარკ ზაკერბერგი მილიარდერებზე: არავინ იმსახურებს ამდენი ფულის ქონას

რამდენიმე დღის წინ, მარკ ზაკერბერგმა Facebook-ის თანამშრომლების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა.

ერთ-ერთმა თანამშრომელმა Facebook-ის დამფუძნებელს კითხა, რას ფიქრობდა ბერნი სანდერსის მიერ გამოთქმულ აზრზე, რომ მილიარდერები არ უნდა არსებობდნენ.

"მესმის, საიდანაც ამოდის ის. არ ვიცი, არ მაქვს ზუსტი ზღვარი რამდენი ფული შეიძლება ჰქონდეს ადამიანს, მაგრამ რაღაც დონეზე, არავინ იმსახურებს ამდენი ფულის ქონას. ვფიქრობ, თუ რამე კარგს აკეთებ, ჯილდოვდები, მაგრამ ასევე ვფიქრობ, რომ ზოგიერთის მიერ დაგროვილი სიმდიდრე სრულიად მიუღებელია", - უპასუხა მარკ ზაკერბერგმა.

მისი თქმით, ეს ყველაფერი იმის ერთ-ერთი მიზეზია, რატომაც მან და მისმა ცოლმა ფილანტროპიული საქმიანობა წამოიწყეს და ფონდი დაარსეს.

Forbes-ის მიხედვით, მარკ ზაკერბერგის ქონება 69.6 მილიარდს შეადგენს და ის, აშშ-ში მეოთხე ყველაზე მდიდარი ადამიანია.

კომენტარები