რუსეთი

მსოფლიოს ანტი-დოპინგის სააგენტო: რუსეთს 3 კვირას ვაძლევთ შეუსაბამობების ასახსნელად

The Guardian

მსოფლიოს ანტი-დოპინგის სააგენტომ განაცხადა, რომ რუსეთს მიერ სპორტსმენების შესახებ მოწოდებული ინფორმაცია შეუსაბამობებს შეიცავდა.

მათ რუსეთს სამი კვირა მისცეს იმის ასახსნელად, თუ რატომ წაშალეს მოსკოვის ლაბორატორიაში უამრავი დადებითი ტესტირების შედეგი.

"დადებით მონაცემები იყო, რაც წაშალეს. კითხვა არის - რატომ?" - თქვა სააგენტოს კომიტეტის უფროსმა ჯონათან ტეილორმა. 

ტეილორმა განაცხადა, რომ რუსეთის ანტი-დოპინგის სააგენტოს "ქუდიდან კურდღელი უნდა გაეჩინა", რათა მსოფლიო ანტი-დოპინგის სააგენტო დაერწმუნებინა იმაში, რომ დარღვევა არ ყოფილა - "ჩვენ მათ ახსნის შანსს მივცემთ".

რუსეთის სპორტის მინისტრმა პაველ კოლობკოვმა თქვა, რომ მათთან ითანამშრომლებდა და თუ რა შეუსაბამობებზე იყო საუბარი, ამას ორივე მხარის ექსპერტები დაადგენდნენ.

მსოფლიო ანტი-დოპინგის სააგენტოს მიერ რუსეთის აკრძალვის შემთხვევაში, რუსეთმა, შესაძლოა, ოლიმპიურ თამაშებში და სხვა მნიშვნელოვან სპორტულ ჩემპიონატებში მონაწილეობა ვერ მიიღოს. 2018 წლის აპრილში მსოფლიო ანტი-დოპინგის სააგენტოს ახალი წესებით, უარყოფითი განჩინების შემთხვევაში ქვეყანას ავტომატურად აეკრძალება მნიშვნელოვან მსოფლიო სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება. 

მსოფლიო ანტიდოპინგის სააგენტომ რუსეთის ანტი-დოპინგის სააგენტო 2015 წელს აკრძლა მას შემდეგ, რაც გამოძიებამ კორუფციის ეჭვები გააჩინა და სააგენტოს მიერ ჩატარებული ტესტირების სანდოობა ეჭვქვეშ დააყენა. 

აღსანიშნავია, რომ სწორედ დოპინგთან დაკავშირებული სკანდალის გამო, რუსეთის ნაკრები სამხრეთ კორეაში 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე არ დაუშვეს. იმ სპორტსმენებს, რომლებმაც დოპინგ ტესტის შემოწმება წარმატებით გაიარეს, ასპარეზობა მხოლოდ ნეიტრალური დროშის ქვეშ შეეძლოთ. რუსეთის პრემიერმინისტრის მოადგილესა და სპორტის ყოფილ მინისტრს ვიტალი მუტკოს კი, სამუდამოდ აეკრძალა ოლიმპიურ თამაშებზე დასწრება. 

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, ე.წ. სუფთა სპორტსმენი, რომელსაც დოპინგი არ აღმოაჩნდება, ოლიმპიადაში მონაწილეობას იღებს, როგორც "ათლეტი რუსეთიდან". ამასთან, ოლიმპიადაზე არც რუსული ჰიმნი არ გაჟღერებულა. 

2018 წლის სექტემბერში საერთაშორისო ზეწოლის მიუხედავად რუსეთს აკრძალავა მოხსნეს. რუსეთმა პირობა დადო, რომ მსოფლიო სააგენტოს ათასობით სპორტსმენის მონაცემებს მიაწოდებდა. 

რუსეთს ბრალად ედებოდა 2011-2015 წლებში დოპინგის სისტემატური დაფინანსება. ამავდროულად, რუსეთის ოლიმპიურ კომიტეტს დაევალა, აუნაზღაუროს საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს IOC-ს დოპინგის სკანდალის გამოძიების ხარჯები და ამასთან $15 მლნ-ის გადახდაც დაეკისრა.

კომენტარები