ეროვნული ბანკი

გვენეტაძე: ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვები არ არის ადეკვატური

კობა გვენეტაძე
პარლამენტი

"ის სავალუტო პოლიტიკა, რომელსაც ეროვნული ბანკი ეწევა, გამიზნულია იმაზე,  რომ ეროვნული ვალუტის, ლარის კურსი გრძელვადიანად იყოს სტაბილური. ეს არის მნიშნველოვანი იმისათვის, რომ საინვესტიციო გარემო იყოს კონკურენტუნარიანი და ეს ამავე დროს მნიშვნელოვანი არის მოსახლეობის კეთილდღეობისათვის." - ამბობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე.

გვენეტაძე პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს ეროვნული ბანკის 2018 წლის ანგარიშს წარუდგენს.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი აგრეთვე მისი უწყების მიერ განხორციელებულ სავალუტო ინტერვენციებზეც საუბრობს:

"სავალუტო ინტერვენციები იმ პრინციპით, როგორც ახორციელებს ეროვნული ბანკი, საშუალოვადიან პერიოდში გაცვლით კურსზე გავლენას არ ახდენს, ამავე დროს, ის ხელს უწყობს კურსის გრძელვადიან სტაბილურობას."

შეგახსენებთ, რომ ეროვნულმა ბანკმა 2019 წელს უკვე 11 სავალუტო ინტერვენცია განახორციელა და ჯამში 155 მილიონი აშშ დოლარი შეისყდა, როცა 2018 წელს სებ-მა 18 ინტერცენციის შედეგად 180 მილიონი აშშ დოლარი შეისყიდა.

გვენეტაძის თქმით, ინტერვენციების მიზანი რეზერვების შესვებაა, რომელთა მოცულობაც დღეის მდგომარეობით "არაადეკვატურია":

"საერთაშორისო რეზერვები ეროვნული ბანკის, ახლანდელ პერიოდში ყველაზე მიღებული მაჩვენებლის შესაბამისად, არ არის ადეკვატური. ამიტომ, იმ მომენტში, როცა ამის შესაძლებლობაა, მნიშვნელოვანი არის, რომ დავაგროვოთ რეზერვები."

უკანასკნელი ორი ინტერვენცია ეროვნულმა ბანკმა ლარის გამყარების ფონზე განახორციელა. 7 ივნისს, როცა ერთი დოლარის ღირებულება 2.7344 ლარი გახდა, ეროვნულმა ბანკმა 20 მილიონი დოლარი შეისყიდა.

კომენტარები