თბილისის მეტრო

მორიგი შეფერხება მეტროში - ტექნიკური ხარვეზის გამო, მატარებელი მგზავრებისგან დაცალეს

ტექნიკური ხარვეზის გამო, მეტროსადგურში "სამედიცინო უნივერსიტეტი" მატარებელი მგზავრებისგან დაცალეს. ამის გამო, გადაადგილებას შორის ინტერვალი გაიზარდა.

"მეტროსადგურ სამედიცინო უნივერსიტეტზე მოძრავ შემადგენლობას შეფერხება ჰქონდა. ინსტრუქციის თანახმად, საჭირო გახდა მისი ჩიხში გადაყვანა. ერთი მატარებლის ხაზიდან მოხსნის გამო, გადაადგილებას შორის ინტერვალი გაიზარდა. მეტროში მოძრაობა არ გაგვიჩერებია, უბრალოდ, პიკის საათი იყო და მაგ დროს ბევრი მგზავრია მეტროში,“ - ამბობენ თბილისის მეტროპოლიტენის პრესსამსახურში.

კომენტარები