ტრამპი-პუტინის სამიტი

შვარცენეგერი ტრამპს: პუტინთან იდექით როგორც პატარა სველი მაკარონი, პატარა ფანი

კალიფორნიის შტატის ყოფილმა გუბერნატორმა, მსახიობმა არნოლდ შვარცენეგერმა აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის დროს "პატარა სველ მაკარონს" შეადარა. 

მისი თქმით, ერთობლივ პრესკონფერენციაზე აშშ-ს პრეზიდენტის გამოსვლა სამარცხვინო იყო.

"ბატონო პრეზიდენტო, ახლახანს ვუყურე თქვენს პრესკონფერენციას და ძალიან შემრცხვა. იქ იდექით, როგორც პატარა სველი მაკარონი, როგორც პატარა ფანი. ჩემ თავს ვეკითხებოდი, როდის სთხოვთ ავტოგრაფს ან სელფის", - ამბობს შვარცენეგერი Twitter-ზე ატვირთულ ვიდეოში.

მისი აზრით, ტრამპმა ამერიკის დაზვერვას, მართლმსაჯულების სისტემასა და ზოგადად ქვეყანას უღალატა.

„თქვენ აშშ-ს პრეზიდენტი ბრძანდებით. ასე არ უნდა მოიქცეთ. რა დაგემართათ? რა დაემართა რონალდ რეიგანის იმ სიტყვებსა და ძალას, როდესაც ის ბერლინის კედელთან იდგა და გორბაჩოვს უთხრა: „ჩამოშალეთ ეს კედელიო?“, - ამბობს შვარცენეგერი

16 ივლისს ჰელსინკიში, დახურულ კარს მიღმა ლიდერებს შორის პირისპირ შეხვედრა ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა, რის შემდეგაც აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებმა მედიისთვის ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. 

ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში ეს აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების პირველი ოფიციალური შეხვედრა იყო. 

​ 

კომენტარები