გურამ კაშია

კაშია: თავს არ ვიღლი, რომ ვაიმე, ახლა იქ რა ხდება და ვაიმე, ხალხი რას იტყვის ჩემზე

არავიზე გაღიზიანებული, გაბრაზებული ან იმედგაცრუებული არ ვარ. თავისუფლებაა და თავის აზრის დაფიქსირების უფლება ყველას აქვს, მაგრამ იქ იყო შეურაცხყოფა, ამაზე გული დამწყდა რა თქმა უნდა, ოჯახიც ცოტა გაღიზიანდა და განერვიულდა - ჩვეულებრივია. უბრალოდ იმით დავიღალე, რომ ყოველ წუთს ზარი შემოდის თბილისიდან, გუნდელები, ფეხბურთელები, მეგობრები, ნათესავები, ყველა იმას კითხულობს, რა მოხდა, რა მოხდა - ამ დროს არაფერი არ მოხდა.

რა თქმა უნდა, რამდენიმე დღე იყო, რომელიც არ მესიამოვნა, მაგრამ არც ნაწყენი ვარ, არც გაბრაზებული, ვიცი, რომ ყურადღება არ უნდა მივაქციო, კონცენტრაცია ფეხბურთზე უნდა მქონდეს. მე ფეხბურთის თამაში მიყვარს, მარტო ფეხბურთზე და ჩემს ოჯახზე უნდა ვიფიქრო, ამიტომ ამიტომ თავს არ ვიღლი, რომ ვაიმე, ახლა რა ხდება იქ და ვაიმე, ხალხი რას იტყვის ჩემზე. არა, ყველაზე მთავარია, ჩემი ოჯახი რას ფიქრობს ჩემს გადაწყვეტილებებზე, ჩემიანები, ჩემი გუნდელები და გარშემომყოფი კოლეგები რას ფიქრობენ ჩემზე - ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ძალიან დიდი მხარდაჭერა ვიგრძენი მათგან და დიდი მადლობელი ვარ.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ვიცეკაპიტანი და ვიტესის კაპიტანი გურამ კაშია LGBT სამკლაურით თამაშის შემდეგ ნეგატიურ გამოხმაურებებზე, რუთავი 2-ის გადაცემაში "სპორტის დრო".

კომენტარები