სერგეი ლავროვი

სერგეი ლავროვი: რუსეთი პატივს სცემს სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტს

Sputnik Абхазия

"რუსეთი პატივს სცემს სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტს" - ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. ის სოჭში ახალგაზრდობისა და სტუდენტობის საერთაშორისო ფესტივალს დაესწრო. 

ფესტივალის ერთ-ერთმა მონაწილემ ლავროვს ჰკითხა, არის თუ არა "ორი ოსეთის გაერთიანების შანსი", რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი მას უპასუხა, რომ რუსეთმა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა.

"სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა ჩვენ მიერ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არის აღიარებული. რუსი მშვიდობისმყოფელები და რუსული არმია დაეხმარნენ მას, რომ არ დაეშვათ საქართველოს მაშინდელ პრეზიდენტს, სააკაშვილს ძალისმიერი მეთოდით გადაეჭრა ე.წ. "ტერიტორიული პრობლემა", ეუთოს გადაწყვეტილებისა და იქ მყოფი რუსი და ოსი მშვიდობისმყოფელების მიუხედავად. ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ ქართველებიც, რომლებიც ამ აგრესიული აქტის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე გაიყვანეს. ჩვენ სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტს ყოველმხრივ პატივს ვცემთ და დავეხმარებით მის დაცვაში ჩვენი მჭიდრო სამეკავშირეო ურთიერთობის მეშვეობით," - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

კომენტარები