ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2017

ალეკო ელისაშვილი: ცესკოში 19 576 ხელმოწერა მივიტანე

ალექსანდრე ელისაშვილი/Facebook.com

თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ხელმოწერები წარუდგინა. მერობის კანდიდატის თქმით, ცესკოში 19  576 ხელმოწერა მიიტანა.

"ეს არის 19 576 თბილისელი მოქალაქის საპროტესტო გზავნილი" - აღნიშნა ელისაშვილმა.

ცესკომ სამი დღის ვადაში უნდა უპასუხოს თბილისის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატს, ჩაეთვლება თუ არა წარდგენილი ხელმოწერები საკმარის რაოდენობად. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მას 9587 ხელმოწერის შეგროვება დაავალა.

კომენტარები