ფსიქოანალიტიკა

10 საუკეთესო წიგნი ფსიქოანალიზის შესახებ

CNN

The Guardian-ი აქვეყნებს 10 წიგნს, რომელიც გამომცემლობის აზრით, ფსიქოანალიზის შესახებ დაწერილი წიგნებიდან საუკეთესოა. 

1. ჯონათან ლირი - ფროიდი

სავარაუდოდ, საუკეთესო ფილოსოფიური ნაშრომი ზიგმუნდ ფროიდის თეორიებსა და პრაქტიკაზე. წიგნში ასახულია ადამიანური ყოფის შესახებ და ადამიანის საკუთარ თავთან და სამყაროსთან ურთიერთობის დეტალები. ის მოიცავს თეორიებს ქვეცნობიერზე, სიზმრებზე, ტრანსფორმაციაზე, ფსიქიკურ ფუნქციებსა და ფსიქიკის აგებულებაზე.

2. უილიამ შექსპირი - ჰამლეტი

დანიის პრინცის ეჭვები, გაორება და ყოყმანი წლების განმავლობაში უამრავ ადამიანს აოგნებდა, მათ შორის, ფროიდსაც. მომაკვდინებელი სურვილები და ფანტაზიები, რომლებიც "ოიდიპოსში" ჩანს, კიდევ უფრო მეტადაა დათრგუნული "ჰამლეტში". ჰამლეტის სინდისის ქენჯნამ ის მხდალად აქცია, მაგრამ ამასთან ის ძალიან საშიში კაციცაა, არა მხოლოდ ბიძამისისთვის და მეტოქეებისთვის, არამედ, თავისი საყვარელი ოფელიასთვისაც კი. ჰამლეტია ის, ვინც რეალურად გვაჩვენებს, რას ნიშნავს ოიდიპოსის კომპლექსი. 

3. უილიამ ფოლკნერი - ხმაური და მძვინვარება 

ცნობიერების ნაკადის ნარატივის გამო, ეს ნოველა სალიტერატურო ეპოქასთანაა დაკავშირებული, რომელშიც პერსონაჟების შინაგანი სამყაროს ექცევა დიდი ყურადღება. ცნობიერის ფიქრები სცდება ფანტაზიებს, იდეებს, მახსოვრობასა და აღქმებს. ფოლკნერის არაჩვეულებრივი ამბავი სამი ძმის ირგვლივ ვითარდება - ფსიქიკური პრობლემების მქონე ბენჟის, დეპრესიული ცინიკოსი ქუენტინისა და ღვარძლიანი ჯეისონის.  

4. მიშელ ფუკუ - სექსუალურობის ისტორია, ნაწილი პირველი

ეს წიგნი ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თანამედროვე ტექსტია სექსუალურობის შესახებ. ის ხშირად იკითხება, როგორც ნაშრომი ფსიქოანალიზის ძლიერი კრიტიკაზე. ფუკუს ვერსია სექსუალურობის შესახებ გვაჩვენებს ჩვენს სურვილებს, რომელიც ემყარება ისტორიულ გამოცდილებას და სოციალურ პრაქტიკას. 

5. ჯეინ ლაპლანში - ცდუნებასა და შთაგონებას შორის: მამაკაცი

ბავშვის მიერ ზრდასრული ადამიანების სექსუალურობასთან შეჯახება, უდიდეს როლს თამაშობს მისი სექსუალობის ჩამოყალიბებაში. სექსუალობა არ არის მხოლოდ "ჩვენში", ის, ასევე, მოდის გარედან, როგორც სხვების მიერ გამოგზავნილი საიდუმლო შეტყობინება. მოსწონს თუ არა მას, იცის თუ არა მან. ზრდასრული ადამიანები ბავშვებს გაუცნობიერებელ შეტყობინებებს უგზავნიან - ვნებიანი კოცნა, ფეხმძიმე დედა და ა.შ. ეს იმას ნიშნავს, რომ ბავშვს მხოლოდ ნაწილობრივ შეუძლია თავისი გამოცდილებიდან გამომდინარე ინტეგრირება. 

6. ფრენკ ჯ. სალოუეი - ფროიდი: გონების ბიოლოგი

სალოუეი წერს ფროიდის ბიოლოგიური თეორიის შესახებ, რომელიც ბევრ რამეს მოიცავს, მათ შორის, დარვინიდან დაწყებული იდუმალი უილჰელმ ფლაისის გავლენით დამთავრებული, რომელიც ფროიდის ინტელექტუალი კომპანიონი იყო მე-20 საუკუნის დასაწყისში. 

7. ფილიპ როთი - პორტნოის სინდრომი

ეს წიგნი ებრაელი მარტოხელა კაცის მონოლოგია, რომელიც თავის ფსიქოანალიტიკოსთან, ექიმ შპილვოგელთან, სესიებზე ყოფნისას, დეტალურად საუბრობს თავისი პერვერსიული სექსუალური მისწრაფებების შესახებ. 1969 წელს ნოველა დიდი დავის საგანი იყო მასტურბაციის სცენებისა და თამამი ენის გამო. დროს არაფერი შეუცვლია: ვიქტორიანულ ეპოქაში ფროიდი იმავე თემებზე ანალოგიურ განხილვებს აწყდებოდა. 

8. არნოლდ დევიდსონი - სექსუალობის იდეის წარმოშობა

ფსიქოანალიზები სრულად მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება გაგებული, თუ აღვიქვამთ მათ კავშირს იმ პერიოდის ფსიქიატრიასა და სექსოლოგიასთან. ფოკოლტის შთაგონებით, დევიდსონმა ფსიქოსექსუალობის წარმოშობა განიხილა. 

9. ირვინ დ. იალომი - როცა ნიცშე ტიროდა

ჯერ კიდევ 1882 წელია, როცა ფსიქოანალიზი არც კი იყო "დაბადებული". ლუ ანდრეა-სალომემ ჯოზეფ ბრიუერს, ფროიდის კომპანიანს ისტერიის შესწავლის საწყის ეტაპზე, სთხოვა არაჩვეულებრივი, თუმცა სასოწარკვეთილი და დეპრესიისკენ მიდრეკილი ფილოსოფოსის, ფრიდრიხ ნიცშეს, დახმარება. ნოველაში რეალური ფაქტები და მოგონილი ისტორიები ერთმანეთშია არეული. ნაწარმოებში მოქმედება ვითარდება შემდეგნაირად: ბრიუერი იკვლევს ფსიქოანალიტიკურ "საუბრით განკურნებას", პარალელურად კი, ნიცშე აღმოაჩენს შთაგონების წყაროს თავის ზარატუსტრასთან "შესახვედრად". 

10. ჰერბერტ მარკუზე - ეროსი და ცივილიზაცია

წიგნი 1955 წელს გამოვიდა. მარკუზეც ტექსტი ეხება ომის შემდგომ პერიოდში ფილოსოფიურ რეფლექსიას ფროიდიანულ თეორიაზე. წიგნი, ძირითადად, მარქსისტულ ნარატივს მოიცავს, საუბარია ადამიანის სექსუალურ სწრაფვასა და მის დაკმაყოფილებას შორის კონფლიქტებზე, ასევე, ის ეხება კაპიტალისტურ საზოგადოებას, რომელიც მოითხოვს გამოსაყენებელ და "ნერვულ" პროდუქტიულობას.  

კომენტარები