დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე

ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს

exclusivenews.ge

ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს - ამის შესახებ ინფორმაცია ტაბულას უწყებაში დაუდასტურეს. მეუფე პეტრეს მოწმის სტატუსით ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით დაკითხავენ.

დღეს ასევე გაგრძელდება დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვაც.

შეგახსენებთ, რომ, პროკურატურის ვერსიით, დეკანოზი გიორგი მამალაძე მომწამვლელი ნივთიერება ციანიდით 10 თებერვალს დააკავეს, როდესაც ის გერმანიაში მიემგზავრებოდა, სადაც იმ დროისთვის პატრიარქი მკურნალობდა. უწყება 13 თებერვალს ამტკიცებდა, რომ დეკანოზი "მაღალი იერარქიის სასულიერო პირის" მკვლელობას გეგმავდა. ხელისუფლების წარმომადგენლების კომენტარებმაც გაამძაფრა აზრი, რომ პატრიარქის მკვლელობა იყო დაგეგმილი. 27 თებერვალს მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე ამტკიცებდა, რომ 13 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძეს პატრიარქის მოწამვლის მცდელობაზე არ უსაუბრია. დეკანოზის ადვოკატის თქმით, ბრალდება გიორგი მამალაძეს პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობას ედავება.

კომენტარები