უკრაინა-NATO

პოროშენკო: უკრაინის NATO-ში გაწევრიანების თაობაზე რეფერენდუმს ჩავატარებ

Reuters

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო უკრაინის NATO-ში გაწევრიანების თაობაზე რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს.

"ოთხი წლის წინ უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას მოსახლეობის 16 % უჭერდა მხარს. ახლა კი ეს მაჩვენებელი 54 %-ს შეადგენს. როგორც პრეზიდენტი, მე გავიგებ ჩემი ხალხის აზრს და ჩავატარებ რეფერენდუმს ალიანსში გაწევრიანების შესახებ, და თუ უკრაინელები მხარს დაუჭერენ ამას, მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ მივაღწიო უკრაინის წევრობას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში", - თქვა პოროშენკომ.

კომენტარები