ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

კირკიტაძე: ენმ ინტელექტუალური რესურსის ნაკლებობას არ განიცდის

არ მგონია, ვინმეს რაიმე გართულება და კითხვის ნიშანი ჰქონდეს ზაზა ბიბილაშვილის, რომან გოცირიძის, სალომე სამადაშვილის და სხვების ან ინტელექტთან, ან მათ საქმიანობასთან. უამრავ ახალ ადამიანთან ერთად, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც დრომ გამოსცადა და თავისი კონკრეტული მიმართულებით მიაღწიეს წარმატებებს. ასეთები მრავლად არიან ენმ-ში. გარკვეულმა ადამიანებმა დატოვეს ენმ, მიიღეს მათ საკუთარი გადაწყვეტილება და მომავალი გვაჩვენებს, ვინ უფრო მაღალი ინტელექტუალია, ვის უფრო მეტი საშუალება აქვს, ვინ უფრო ეფექტურად ახორციელებს ამა თუ იმ რეფორმას თუ საარჩევნო სტრატეგიას. ნაციონალური მოძრაობა ხშირად დაუტოვებიათ პოლიტიკოსებს, თუმცა არანაკლები შევსება მიუღია.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი დავით კირკიტაძე პალიტრანიუსის ეთერში.

კომენტარები