ქორწინების თანასწორობა

პრემიერი: სადავოა, რომ ტერიტორიული მთლიანობის გამო არ შეიძლება რეფერენდუმი

დღეს ჩვენ გამოგვაქვს კონტრასიგნაციის საკითხი, როგორც იცით, პრეზიდენტმა უარი განაცხადა რეფერენდუმის მოწყობაზე და მთავრობა არის ვალდებული, განიხილოს კონტრასიგნაციის საკითხი. შესაძლოა, ჩვენ პრეზიდენტისგან განსხვავებული არგუმენტები გვქონდეს. ალბათ ნამდვილად სადავოა არგუმენტი, რომ ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის გამო არ შეიძლება რეფერენდუმის მოწყობა. ფაქტია, რომ კანონმდებლობის ხარვეზის გამო, რეფერენდუმის კანონის მიხედვით რეფერენდუმის შედეგები ერთი თვის ვადაში უნდა აისახოს საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ კანონმდებლობაში, საკონსტიტუციო ცვლილებას კი სჭირდება ზედიზედ ორი სესია, რისთვისაც მინიმუმ სამთვიანი ვადა არის გათვალისწინებული.
ჩვენ, რა თქმა უნდა, თავიდან ბოლომდე ვიზიარებთ რეფერენდუმის ინიციატორთა სურვილს, რომ სამოქალაქო კოდექსში არსებული ჩანაწერი ქალია და მამაკაცის ნებაყოფლობით კავშირზე აუცილებლად აისახოს კონსტიტუციაში და სწორედ ჩვენი პოლიტიკური ძალა იყო ინიციატორი ამ ცვლილების მიღების. როგორც კი დასრულდება არჩევნები, ჩვენ ამ ცვლილებებს მივიღებთ და ეს ჩანაწერი აისახება კონსტიტუციაში. და საერთოდ, მინდა ვთქვა, რომ ის სპეკულაციები, რომ დასავლეთი არის ერთსქესიანი ქორწინების დაკანონება, არის წმინდა წყლის სპეკულაციები. ქართული ოცნება არის სწორედ ის პოლიტიკური ძალა, რომელშიც ყველაზე მეტად არის შერწყმული დასავლური ფასეულობები და ჩვენი ქვეყნის ტრადიციული ფასეულობები. და ევროპას სწორედ ასეთი ვუნდივართ და სწორედ ასეთი საქართველოა ღირებული, რომელიც პატივს სცემს ფასეულობებს.

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ქორწინების შესახებ რეფერენდუმის დანიშვნაზე პრეზიდენტის უარის შესახებ.

კომენტარები