აზერბაიჯანმა ბუნდესტაგის გადაწყვეტილებას არაობიექტური უწოდა

AFP

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გერმანიის ბუნდესტაგის მიერ სომხების გენოციდთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუცია, არაობიექტურია.

სამინისტრო განცხადებაში აღნიშნავს, რომ „ისტორიის ფალსიფიცირება და მისი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება დაუშვებელია".

საგარეო უწყებამ გერმანიის ბუნდესტაგს ისიც შეახსენა, რომ „სომხეთმა თითქმის 1 მილიონი აზერბაიჯანელის მიმართ წმენდა ჩაატარა". შესაბამისად, აზერბაიჯანმა ბუნდესტაგის მიღებულ რეზოლუციას, ორმაგ სტანდარტებზე დაყრდნობით მიღებული ცალმხრივი გადაწყვეტილება უწოდა.

კომენტარები