გერმანიის ბუნდესტაგმა 1915 წელს სომხების მასობრივი მკვლელობა გენოციდად შეაფასა

AFP

გერმანიის ბუნდესტაგმა ოსმალეთის იმპერიის დროს სომხების მასობრივი მკვლელობა გენოციდად აღიარა. კენჭისყრას არ დასწრებია გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, თუმცა რეზოლუციას მისმა პარტია ქრისტიან-დემოკრატებმა, კოალიციურმა პარტნიორმა სოციალ-დემოკრატებმა და მწვანეებმა დაუჭირეს მხარი.

კენჭისყრას მწვავე რეაქცია მოჰყვა თურქეთში. რეზოლუციის მიღებამდე თურქეთის პრემიერმინისტრმა ილდირიმმა მას ორ ქვეყანას შორის მეგობრობის ტესტი უწოდა, პრეზიდენტმა ერდოღანმა კი, ანგელა მერკელი სატელეფონო საუბრისას გააფრთხილა, რომ გენოციდის აღიარება თურქეთ-გერმანიის ურთიერთობას დააზარალებს.

აღსანიშნავია, რომ 1915 წელს 1.5 მილიონის სომეხის მკვლელობა 20-ზე მეტ ქვეყანას აქვს გენოციდად აღიარებული. მათ შორის, საფრანგეთსა და რუსეთს. მომხდარი გენოციდად შეაფასა რომის პაპმა ფრანცისკემაც.

კომენტარები