დაუყოვნებლივი აღსრულების ნორმა

ძაგნიძე: საკონსტიტუციომ დაუყოვნებლივი აღსრულება მარტო ერთ შემთხვევაში შეაჩერა

თუ მთლიანობაში შევხედავთ ამ საკითხს, ვნახავთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა არა ყველა შემთხვევაში დაუყოვნებლივი აღსრულება, არამედ მხოლოდ ერთ კონკრეტულ შემთხვევაში. ანუ რას ვგულისხმობ, რაც შეეხება სოციალურად მნიშვნელოვან საკითხებს, მაგალითად შრომითი ანაზღაურება, დასახიჩრებით წარმოშობილი დავები, ანაზღაურება, ალიმენტი და ა.შ, ასეთ შემთხვევებზე კვლავ იქნება შესაძლებელი, განხორციელდეს დაუყოვნებლივი აღსრულება. გარდა ამისა, მხარეებს ექნებათ შესაძლებლობა, უშუალოდ თვითონ ხელშეკრულებაში გაითვალისწინონ დაუყოვნებლივი აღსრულების საკითხი, სახელშეკრულებო დავების დროს, თუკი ამგვარი ორი ნება არსებობს, ხელშეკრულების მხარეთა მხრიდან, შესაბამისად ის შეჩერებული არ იქნება. ამიტომ საუბარია კონკრეტულად იმ ნორმის შეჩერებაზე, რომელიც ძალიან ფართოა და ყოველგვარი ობიექტური კრიტერიუმების დადგენის გარეშე ითვალისწინებს მოულოდნელ ეფექტს ანუ შესაძლებელია ეს ნორმა, რომელიც ამჟამად შეჩერებულია, თუკი ის არ იქნებოდა შეჩერებული, გამოყენებული ყოფილიყო სახელმწიფოს მხრიდან თვითნებობის თუ სხვა გაუმართლებელი მიზნებისთვის

TV საქართველოს ადვოკატი დიმიტრი ძაგნიძე ტაბულაში, გადაცემა თეორემაში

კომენტარები