ქუთაისი

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ უფლებამოსილება დროებით შეიჩერა

რუსთავი 2

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილება შეიჩერა. ამის შესახებ დავით დვალმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა და მიზეზად, მის მიმართ გამოთქმული ბრალდებები დაასახელა. როგორც ცნობილია, ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციის, საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრის დირექტორი სულხან ქობულაძე ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეს ცემაში ადანაშაულებს.  

დავით დვალი ცემის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ ობიექტურობისთვის, გამოძიების დასრულებამდე შეიჩერებს უფლებამოსილებას.

საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას დვალის მოადგილე, ნიკოლოზ ლატარია შეასრულებს. 

კომენტარები