სერგეი ლავროვი

ბრატისლავაში სერგეი ლავროვის ვიზიტი აქციების ფონზე მიმდინარეობს

ლავროვი
novinite.com

სლოვაკეთის დედაქალაქში სერგეი ლავროვის ოფიციალური ვიზიტი აქციების ფონზე მიმდინარეობს. ბრატისლავაში, დემონსტრანტები უკრაინის დროშებით პრეზიდენტის სასახლესთან მაშინ შეიკრიბნენ, როცა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ესკორტი გამოჩნდა. აქციის მონაწილეები უკრაინასთან მიმართებაში რუსეთის პოლიტიკას აპროტესტებენ და აღმოსავლეთ უკრაინიდან ჯარის გაყვანას ითხოვენ. აქტივისტების თქმით ისინი აქციას ყველა იმ ადგილზე მოაწყობენ, სადაც სერგეი ლავროვის მისვლაა დაგეგმილი.

კომენტარები