საჰაერო თავდაცვა

ალასანია: ჩემი თანამშრომლები იმიტომ დააკავეს, რომ უარი მეთქვა ოქმის ხელმოწერაზე

იმ მომენტში, როდესაც უარი ვთქვი ამ არასწორ, უკანონო მითითებას დავმორჩილებოდი, მეორე დღეს, როდესაც მივდიოდი ხელმოსაწერად, დააკავეს თავდაცვის სამინისტროს ხუთი თანამშრომელი იმ იმედით, რომ მე უარს ვიტყოდი ჩემს სწორ განზრახვაზე. რა თქმა უნდა, მე ვთქვი და გავიმეორებ, რომ ისინი კარგად არ მიცნობენ. მე ყოველთვის ვიდექი და ვიდგები საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვის საქმეში. არასდროს არ მქონია არჩევანის გაკეთების არც ფუფუნება, არც უფლება და არც სურვილი მორალურ კომპრომისსა და სწორ გზას შორის. სწორედ ამიტომ, მე მოვაწერე ხელი მემორანდუმს, ჩამოვედი თბილისში და და როცა ვკითხე, რატომ დააკავეს ეს ადამიანები, ამაზე წესიერი პასუხი ბუნებრივია ვერ მივიღე და ამას დაემატა ისიც, რომ პროკურატურამ თავხედურად გააგრძელა შემოტევა პოლიტიკური ნიშნით ჩემს პარტიაზე და ჩემზე, როგორც ამ პარტიის ლიდერზე.

განაცხადა ირაკლი ალასანიამ საფრანგეთსა და საქართველოს შორის საჰაერო თადაცვის შესახებ 2014 წლის 28 ოქტომბერს ხელმოწერილ მემორანდუმსა და ე.წ. კაბელების საქმეზე.

კომენტარები