ეროვნული ბანკი

ქადაგიძე: ინტერვენციებმა აზერბაიჯანს და მოლდოვას ვერ უშველა

იყო კითხვა იმის შესახებ, მათ შორის ანალოგი იყო მოყვანილი, როდოს ჯობია ჩარევა, როცა [ავადმყოფს] სიცხე აქვს, როცა დასნეულდება და ა. შ . ადრე ჩარევას ამ  შემთხვევაში ნამდვილად არ აქვს ეფექტური შედეგი. ამის ნათელი დადასტურებაა ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანი, რომელსაც 15-ჯერ მეტი სავალუტო რეზერვი აქვს, ვიდრე ჩვენ. მათ დეკემბერში განახორციელეს მილიარდიანი ინტერვენცია. იანვარში განახორციელეს მილიარდ 100 მილიონიანი ინტერვენცია. ზუსტად იმ მეთოდით, რაზეც იყო საუბარი - ადრე რომ გაგვეხორციელებინა, იქნებ არ გაუფასურებულიყო. მიუხედავად ამისა, არც ერთმა, არც მეორემ არ უშველა. მოლდავეთში განხორციელდა 700 მილიონიანი ინტერვენცია და იქაც იქნა მიღებული გაუფასურების ჩვენზე უფრო მაღალი დონე. აზერბაიჯანის შემთხვევაში კი გადაწყვეტილება იყო მიღებულ და ერთ დღეში 32 პროცენტიანი დევალვაცია მოახდინეს.   

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე, პარლამენტის ყოფილ შენობაში, დარგობრივი ეკონომიკისა და საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სავალუტო ინტერვენციების ეფექტის შესახებ.

კომენტარები