თეორემა

ხელისუფლების ანტიუკრაინული ისტერია მინსკის შეთანხმების ფონზე

ქართული ოცნების ანტიუკრაინული ისტერია ახალ საფეხურზე გადადის, აქამდე თუ საქართველოს ელჩს იბარებდნენ ხოლმე კიევიდან, ახლა უკრაინის ელჩი დაიბარა საქართველოს საგარეო უწყებამ და სააკაშვილის დანიშვნასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებები მოსთხოვა. უკრაინის ელჩს საქართველოს ხელისუფლებისთვის მოუწია იმის შეხსნება, რომ უკრაინა სუვერენული სახელმწიფოა, რომ უკრაინის მთავრობა საკუთარი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით იღებს გადაწყვეტილებებს და რომ სააკაშვილის დანიშვნა მისი ქვეყნის ინტერესებშია. ასე გადაწყვიტა უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ.

ხელისუფლება სააკაშვილის დანიშვნით გამოწვეულ აღშფოთებას უკრაინაზე ზრუნვით ხსნის.

მართლაც, გადაჭარბებული მზრუნველობის გარდა, რით შეიძლება ავხსნათ ის ფაქტი, რომ ჩვენი მოკავშირე ერთი წელია ომის ცეცხლშია გახვეული და საქართველოს მთავრობის ფორმალურმა მეთაურმა პირველად მხოლოდ მაშინ დაურეკა უკრაინის პრეზიდენტს, როდესაც ყოფილ მაღალჩინოსანთა დანიშვნების შესახებ გაიგო.

უკრაინაზე ზედმეტი ზრუნვის გარდა რას შეიძლება გამოეწვია საერთაშორისო პრესის ფურცლებიდან საქართველოს მთავრობის მეთაურის მოწოდებები უკრაინისთვის იარაღის მიწოდების მიზანშეუწონლობაზე? მერე რა, რომ უკრაინის მთავრობა არმიის შეიარაღებას ითხოვს? ბიძინამ უკეთ არ იცის? ღარიბაშვილი უკეთ არ იტყვის?

ამასობაში, მიუხედავად მინსკში დადებული პირობისა, უკრაინის აღმოსავლეთ ფრონტზე ისევ არასტაბილური ვითარებაა. უარესი ვიდრე მიუნხენის შეთანხმება - ასე აფასებს ლიტვის განმათავისუფლებელი და მისი პირველი პოსტსაბჭოთა ლიდერი, ვიტაუტას ლანდსბერგისი მინსკის მეორე შეთანხმებას. კაპიტულაცია - ასე უწოდებენ სხვები.

საქართველო-უკრაინის გაფუჭებულ ურთიერთობასა და მინსკის შეთანხმებაზე ვმსჯელობთ თეორემას მორე ნაწილში.

კომენტარები