ტერაქტი პარიზში

მამაკაცი, რომელმაც მძევლები ქოშერულ მაღაზიაში აიყვანა, მოკლულია

news.sky.com

პარიზში, ქოშერულ მაღაზიაზე მოწყობილი სპეცოპერაციის შედეგად ტერორისტი მამაკაცი მოკლეს. ასევე, დაიჭირეს მისი თანმხლები მეგობარი ქალი.

სწორედ მან მოკლე გუშინ პარიზის გარეუბან მონრუჟში პოლიციელი ქალი მოკლა, ხოლო დღეს სულ ცოტა 5 მძევალი აიყვანა და პორტ დე ვენსენში, ქოშერულ მაღაზიაში. მან მძევლების აყვანისას 2 ადამიანი მოკლა. 

ამ მომენტისთვის ყველა მძევალი გათავისუფლებულია. არსებული ცნობებით, სპეცოპერაციის შედეგად 2 პოლიციელი დაიჭრა.

საფრანგეთში ორი სპეცოპერაცია პარალელურად ჩატარდა. ცოტა ხნის წინ, სამართლადამცავებმა ქალაქ დამატენ ან გუიელში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად საწყობში გამაგრებული ტერორისტი ძმები კუაშები მოკლეს. სწორედ ისინი დაესხნენ თავს სატირულ ჟურნალ Charlie Hebdo-ზე ტერაქტი განახორციელეს, რომლის შედეგადაც 12 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები