კამერონზე თავდასხმა

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრ დევიდ კამერონზე თავდასხმა სცადეს

Ross Parry

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრ დევიდ კამერონზე, როდესაც ქალაქ ლიდზში იმყოფებოდა, თავდასხმა სცადეს. კამერონი ქალაქში კონფერენციაზე დასასწრებად ჩავიდა.

მამაკაცმა პრემიერმინისტრზე ხელის კვრა სცადა, კამერონი შედეგად არ დაშავებულა.

პოლიციამ დააკავა 28 წლის მამაკაცი, თუმცა, ის შემდეგ გაათავისუფლეს.

დასავლეთ იორკშირის პოლიციამ მოგვიანებით განაცხადა, რომ დევიდ კამერონი არ დაშავებულა და დაამატა - "არაფერი საშიში, უბრალოდ, მამაკაცი არასწორ დროს, არასწორ ადგილას აღმოჩნდა".

კომენტარები