კატალონია

კატალონია დამოუკიდებლობის რეფერენდუმს აღარ ჩაატარებს

კატალონიის ხელისუფლებამ დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარების გეგმაზე უარი თქვა. ამ გადაწყვეტილების დეტალურ განმარტებას ადგილობრივი ხელსუფლება დღეს აპირებს.

რეფერენდუმი ნოემბრისთვის იყო დანიშნული. თუმცა, ესპანეთის მთავრობამ მისი ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა, სასამართლომ კი რეფერენდუმის ჩატარება საბოლოო ვერდიქტის გამოტანამდე შეაჩერა.

კატალონიამ რეფერენდუმის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც შოტლანდიაში ანალოგიური რეფერენდუმი ჩატარდა.

კომენტარები