კატელონია

კატალონიის დამოუკიდებლობის საკითხზე რეფერენდუმი 9 ნოემბერს დაინიშნა

კატალონიის პრეზიდენტმა არტურ მასამა ხელი მოაწერა ბრძანებულებას დამოუკიდებლობის საკითხზე რეფერენდუმის დანიშვნის შესახებ. რეფერენდუმი 9 ნოემბრისთვის დაინიშნა. ესპანეთის რეგიონის მოსახლეობამ უნდა გასცეს პასუხი კითხვას, სურს თუ არა კატალონია დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდეს.

ხმის მიცემა ადგილობრივი კანონის საფუძველზე გაიმართება, რომელსაც ესპანეთის ცენტრალური ხელისუფლება არ ცნობს. მადრიდი რეფერენდუმის უკანონოს იწოდებს და მისი ჩატარებისთვის ხელის შეშლას აპირებს.

კომენტარები