ღარიბაშვილი: ნაციონალები რადარიდან ქრებიან

ნაციონალურ მოძრაობას არ აღვიქვამ ოპონენტებად, იმიტომ, რომ მათი რეიტინგი დღითიდღე ეშვება, სად არიან თვითონაც არ იციან, რადარიდან ქრებიან. ეს ავტომატურად ხდება, ამაში ჩვენ წვლილი არ მიგვიძღვის. ეს არის იმის შედეგი , რაც დათესეს წლების განმავლობაში. რაც შეეხება იმას, ვთვლი თუ არა, რომ რომელიმე პოლიტიკური ძალა არის სოლიდური, სამწუხაროდ, ასეთი არ არის. რა თქმა უნდა, ჩვენ ვისურვებდით, რომ იყოს რეალურად ძლიერი, ობიექტური, კონსტრუქციული და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ოპოზიცია. 

განაცხადა პრემიერმა 4 ივნისის პრესკონფერენციაზე.

კომენტარები