თეორემა

გელა ხვედელიძის დაუსჯელობა

შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს, გელა ხვედელიძეს, რომლის მაგალითსაც პრემიერი ღარიბაშვილი მისი მთავრობის სამართლიანობის დასტურად იყენებს ხოლმე უცხოეთში ვიზიტებისას, გუშინ სასამართლომ ერთ წლიანი პირობითი სასჯელი მიუსაჯა. გელა ხვედელიძემ ჩადენილი დანაშაულისთვის მხოლოდ ორი დღე გაატარა წინასწარი დაკავების იზოლატორში. მას შემდეგ ის თავისუფალია - თავისუფლად მოგზაურობს უცხოეთში და სავარაუდოდ ასეც გააგრძელებს. აღმოჩნდა, რომ მაღალი თანამდებობის პირს შეუძლია დააშანტაჟოს კრიტიკოსი, შემდეგ მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გამოაქვეყნოს, მისი პატივი და ღირსება შელახოს და ამისთვის, ფაქტობრივად, არ დაისჯება.

პროკურატურის ვერსიით, ირაკლი ღარიბაშვილის პირველი მოადგილე დამოუკიდებლად, მარტო მოქმედებდა - იმიტომ, რომ დანაშაულის თანამონაწილენი არ გამოვლენილან. მან მარტომ მოიპოვა ფარული ჩანაწერი და მარტომ ატვირთა.
ამ ვერსიის არ სჯერა ხვედელიძის მსხვერპლს, გიორგი ფარესიშვილს. ის პროკურატურასა და ხვედელიძეს შორის გარიგებაზე საუბრობს. რამდენად საფუძვლიანია მსხვერპლის ეჭვი და რამდენად ადეკვატურია სასჯელი

კომენტარები