იუსტიციის სახლი

წულუკიანი: კომპანია იუსტიციის სახლის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას ვერ იღებს

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი იუსტიციის სახლთან დაკავშირებით ამბობს, რომ იტალიური სამშენებლო კომპანია ადამიანების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას ვერ იღებს.

"იტალიური კომპანიისგან რამდენიმე კვირის წინ მივიღეთ დასკვნა, რომელიც ცალსახად ამბობს, რომ ისინი ვერ აგებენ პასუხს ადამიანის უსაფრთხოებაზე და აქედან გამომდინარე ვერც იმაზე იღებენ პასუხიმგებლობას, რომ თუკი თბილისის იუსტიციის სახლის დარბაზში თანამშრომლები და მოქალაქეები შეშვებული იქნებიან, იქ რაიმე სავალალო შედეგს არ ექნება ადგილი", - თქვა წულუკიანმა.
მისივე თქმით, შესაბამისად, დარბაზი იქნება დახურული.

"იქ მიმდინარეობს სამუშაოები სწრაფი ტემპით, თუ ყინვამ არ შეგვიშალა ხელი, ვგეგმავთ, რომ დარბაზი გაზაფხულზე გაიხსნას. ამასობაში, ერთი ფანჯრის პრინციპით მომსახურება თბილისში ორ სხვადასხვა ცენტრში გრძელდება", - აღნიშნა წულუკიანმა.

კომენტარები