The New York Times საქართველოზე

NYT: ხელისუფლებამ უნდა გააქარწყლოს შთაბეჭდილება, რომ ოპონენტებს დევნის

The facade of the New York Times building is seen in New York
Shannon Stapleton / REUTERS

დემოკრატიის ტესტი საქართველოში - აღნიშნული სათაურით ამერიკული გამოცემის The New York Times-ის სარედაქციო საბჭომ წერილი გამოაქვეყნა. 

წერილში წერია, რომ გიორგი მარგველაშვილის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება ამომრჩეველთა მიერ 2003 წლის რევოლუციის ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის უარყოფა იყო. "გასულ წელს სააკაშვილის ოპონენტებმა პარლამენტზე კონტროლი დაამყარეს და ახლა სწორედ მათი კანდიდატი ხდება პრეზიდენტი. საერთაშორისო დამკვირვებლებმა კი არჩევნები შეაფასეს, როგორც ყველაზე სამართლიანი, მას შემდეგ, რაც საქართველომ 1991 წელს დამოუკიდებლობა მოიპოვა."

წერილში ასევე აღნიშნულია, რომ “მას შემდეგ, რაც სააკაშვილის ოპონენტებმა პარლამენტზე კონტროლი დაამყარეს, 11-ზე მეტი ყოფილი მინისტრის თუ მაღალჩინოსანის წინააღმდეგ დაიწყო სამართლებრივი დევნა. მათ ბრალი წაეყენათ ქურდობაში, მექრთამეობაში, გაფლანგვასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში დემონსტრანტებისა და პატიმრების წინააღმდეგ.

ყოფილი მაღალჩინოსნები უნდა აგებდნენ პასუხს დანაშაულებრივ ქმედებაზე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, ახალმა ხელისუფლებამ გააქარწყლოს შთაბეჭდილება, რომ არჩევნებში დამარცხებული პარტიის მასობრივი დევნითაა დაკავებული. ევროკავშირმა, რომელთან სავაჭრო ხელშეკრულებაც საქართველოს სასიცოცხლოდ სჭირდება, უნდა გამოიყენოს მისი გავლენა და დაჟინებით მოითხოვოს ეს.”

The New York Times-ის სარედაქციო საბჭოს წერილში ასევე წერია, რომ არჩევნები გამარჯვება იყო პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილისთვისაც, “პრო-რუსული მილიარდერისთვის, რომელმაც გიორგი მარგველაშვილის კანდიდატურის გამარჯვება უზრუნველყო.”

"მომავალ თვეში, კონსტიტუციური ცვლილებების შედეგად, ძალაუფლება პრეზიდენტიდან პრემიერმინისტრის ხელში გადავა. ივანიშვილი, რომელიც ამბობს, რომ პოსტიდან გადადგება, მოსალოდნელია, რომ შეარჩევს მემკვიდრეს და შემდეგ პრემიერმინისტრსაც და პრეზიდენტსაც კულისებიდან მართავს. ხელისუფლების დეცენტრალიზაცია და პრეზიდენტისგან პარლამენტისათვის გადაცემა დემოკრატიისთვის უფრო ხელსაყრელ გარემოს შექმნის. მაგრამ ეს ასე არ მოხდება თუ რეალური ძალაუფლება თავმოყრილი იქნება იმ მილიარდერის ხელში, ვინც არავის წინაშე ანგარიშვალდებული არაა  - ივანიშვილის, რომელმაც სიმდიდრე რუსეთში საქმიანობით დააგროვა და რომელსაც აქვს 5 მილიარდი, რაც საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ერთ მესამედზე მეტია."

გამოცემის სარედაქციო საბჭო ასევე აღნიშნავს, რომ სააკაშვილი ერთ დროის ძალიან პოპულარული იყო, მაგრამ წლების შემდეგ, მან ეთნიკურ უმცირესობების და პოლიტიკური ოპენტების ჩაგვრას მიჰყო ხელი. ხოლო მოსკოვის მიმართ დაუდევარი გახდა, რამაც მოკლე და არასაჭირო ომი გამოიწვია რუსეთთან 2008 წელს.

ქართული დემოკრატია დღესაც მყიფეა. დამოუკიდებლობის 22 წლის მანძილზე მის განვითარებას აბრკოლებდა ორი სახელმწიფო გადატრიალება - სეპარატისტული კონფლიქტები და გაუმართლებელი ომი. საქართველოს ახალი ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებას და ამავდროულად NATO-სთან და ევროკავშირთან კეთილგანწყობის მოპოვებას ცდილობს. ივანიშვილმა შექმნა ფონდი, და იმედოვნებს, რომ ახლო აღმოსავლეთიდან და ჩინეთიდან ინვესტიციებს მოიზიდავს.  ეს ამბიციური მიზანია, რომლის მისაღწევადაც  პოლიტიკური სიმწიფე და ეკონომიკის გამჭვირვალობაა საჭირო." - წერია წერილში.

კომენტარები