მავთულხლართები

ჩხეიძე: საოკუპაციო ზოლის გადმოწევა მთავრობის პოლიტიკის დამსახურებაა

radiotavisupleba.ge

პრეზიდენტის რწმუნებული შიდა ქართლის რეგიონში ზურაბ ჩხეიძე აცხადებს, რომ რუსული საოკუპაციო ძალების მიერ მავთულხლართების გავლების  გააქტიურება მოსკოვის მიმართ საქართველოს მთავრობის დამთმობი პოლიტიკის დამსახურებაა.

როგორც რწმუნებულმა 22 სექტემბერს ნაციონალური მოძრაობის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ქარელის რაიონის სოფელ დვანთან რუსმა მესაზღვრეებმა საოკუპაციო ზოლი 400-500 მეტრით წინ გადმოსწიეს, რის შედეგადაც  სოფლის მოსახლეობის კუთვნილი 10 ჰექტარი მიწა მიიტაცეს.

„მივმართეთ საქართველოს მთავრობას, რომ უფრო კატეგორიული იყოს ამ საკითხებთან მიმართებაში. დღევანდელი პროცესი არის ქართული მთავრობის მაამებლური პოლიტიკის შედეგი. როგოც ჩანს, მოლაპარაკებების შედეგია ისიც, რომ ვკარგავთ ქართულ ტერიტორიებს“,  - განაცხადა ზურაბ ჩხეიძემ. 

კომენტარები