გიგი უგულავა

გიგი უგულავა მთავრობის სხდომაზე არ დაუშვეს

თბილისის მერი გიგი უგულავა მთავრობის სხდომაზე არ შეუშვეს. ამის შესახებ მან განცხადება სახელმწიფო კანცელარიაში გააკეთა. 
უგულავას თქმით, ამის თაობაზე მესამე პირის მეშვეობით აცნობეს. შესაბამისად, მერი ვარაუდობს, რომ კანცელარიის შენობა მალე "ქაჯეთის ციხედ" გადაიქცევა.
"პრემიერმინისტრმა ამ საკითხის განხილვა არ ისურვა და ნაცვლად ამისა, სუბორდინაციასთან დაკავშირებით ჭკუის სასწავლებელი განცხადებები მივიღეთ. აქ მოვედი იმიტომ, რომ ეს საკითხი სწრაფად გადაგვეწყვიტა, მაგრამ თურმე სხდომაზე დასწრების უფლება არ მაქვს, რაც სხვა პირის მეშვეობით მაცნობეს. ასეთი რამ შევარდნაძის პერიოდშიც კი არ ხდებოდა. რას ვეუბნებით 60 ათას ტრანსპორტით მოსარგებლეს, ათასობით მრავალშვილიანს და 90 ათას დაზღვეულს. ეს შენობა მალე "ქაჯეთის ციხედ" გადაიქცევა. თურმე პრემიერმინისტრი არავის მოსმენას არ აპირებს და ეს საკითხი მთავრობის სხდომის დღევანდელ დღის წესრიგში არც შედის", - განაცხადა გიგი უგულავამ და მთავრობის კანცელარიის შენობა დატოვა.

კომენტარები