აშშ-ში საქართველოს ელჩმა, თემურ იაკობაშვილმა Facebook-ის გვერდზე გადადგომის შესახებ განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
”ძვირფასო მეგობრებო, მინდა გაცნობოთ, რომ დღევანდელ თანამდებობაზე ჩემს მისიას და საქმიანობას ამოწურულად მივიჩნევ და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ახალი მთავრობა ვაშინგტონში ახალმა ელჩმა უნდა წარმოადგინოს. ამ გადაწყვეტილების შესახებ უკვე ვაცნობე საგარეო საქმეთა მინისტრს და მომავალი რამდენიმე თვის განმავლობაში საქმეების ცივილური გადაბარებით დავკავდები. ყველას დიდი მადლობა მხარში დგომისთვის და მხარდაჭერისთვის. ბოლო ორ წელიწადში ამერიკის მიმართულებით მიღწეული წარმატებების შესახებ თქვენ ყველამ კარგად იცით, ამდენად თავს არ შეგაწყენთ გამეორებით. განსაკუთრებით დიდი მადლობა საქართველოს პრეზიდენტს ასეთი უნიკალური შესაძლებლობისთვის, რომელიც ჩემი ქვეყნის საკეთილდღეოდ სამსახურისთვის მომეცა”.




